ახალი ამბები

ქუჩები თბილისში, სადაც საავტომობილო მოძრობაა შეზღუდული

25 მაისი, 2016 •
ქუჩები თბილისში, სადაც საავტომობილო მოძრობაა შეზღუდული

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში დღეიდან გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე.

მოძრაობა შეზღუდულია რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – თაბუკაშვილის და ჭონქაძის ქუჩებზე.

ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.

ეს შეზღუდვები ეხება თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს კოსტავას ქუჩა (ფილარმონია) – გმირთა მოედანიმტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩიდან ვაკესაბურთალოსკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნის მეშვეობით.

ასევე, კოჯრის გზატკეცილიდან თბილისის ცენტრისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩა 11-თან, ნაცვლად ორბელიანის მოედნისა

მასალების გადაბეჭდვის წესი