კორცხელის ინციდენტში სავარაუდო მონაწილე პირები დღეს, 24 აპრილის საღამოს, შინაგან საქმეთა სმაინისტროში გამოცხადდნენ. ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ აქ თავიანთი ნებით მივიდნენ და დამალვას არ აპირებენ.
“მოვისმინეთ მინისტრის განცხადება და ჩვენი ნებით მოვედით, რომ პასუხი გავცეთ ყველაფერს. ჩვენ ქართველ ხალხს ყოველთვის გვერდით დავუდგებით, ჩვენ არ ვართ ზონდერები. ვაცხადებთ, ჩვენ არ ვიმალებით, სახეს არ ვმალავთ. პირველი ზონდერი, რომელიც იყო, თქვენ კარად იცით, სახეს რომ მალავდა, კადრში რომ ჩანდა. 2012 წლიდან დაწყებული ქართული ოცნების წევრი ვარ, გულშემატკივარი ვარ და გვერდით ვუდგავარ. ძალიან ცუდია, რომ დაპირისპირება მოხდა, მაგრამ არ მოგვცეს სხვა საშუალება იმიტომ, რომ თვთონ გადმოვიდნენ ქვის სროლით. ხელზე გაჩვენებთ, რა დღეში ჩამაგდეს. ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი,”- განაცხადა კობა ტყეშელაშვილმა.
სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ რამდენიმე პირი ამოიცნეს.
შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ცემის მუხლით აღძრული საქმე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.
“უახლოეს დღეებში თუ არა საათებში, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული არიან,” – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, იგი გმობს და ემიჯნება ყველანაირ ძალადობას: “ჩემთვის [ძალადობა] მიუღებელია, ვისი მხრიდანაც უნდა მოდიოდეს” – აღნიშნა მღებრიშვილმა.