ახალი ამბები

26 მაისიდან ერთი თვის განამვლობაში ID ბარათი უფასოდ გაიცემა

24 მაისი, 2016 • 3256
26 მაისიდან ერთი თვის განამვლობაში ID ბარათი უფასოდ გაიცემა

26 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“25 მაისს, 14:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიფინგს გამართავს. 26 მაისიდან მოქალაქეებს შეეძლებათ ერთი თვის მანძილზე პირადობის მოწმობა უფასოდ აიღონ. აქციის მიზანია, ხელი შეუწყოს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას. გარდა ამისა, მინისტრი დამოუკიდებლობის დღის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილ დაბადების მოწმობებსაც წარადგენს,” აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი