ახალი ამბები

ცხინვალში ჯიოევას 700-მდე მომხრემ ღამე მიტინგზე გაათენა

1 დეკემბერი, 2011 • • 1064
ცხინვალში ჯიოევას 700-მდე მომხრემ ღამე მიტინგზე გაათენა
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ალა ჯიოევას მხარდასაჭერ მიტინგზე მთელი ღამის განმავლობაში დაახლოებით 700–მდე ადამიანმა გაათენა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რია–ნოვოსტი” აქვეყნებს.
გუშინ ალა ჯიოევამ შეკრებილებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა.

“კონსტრუქციული მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ახლა წადით სახლში, გამოიძინეთ და ხვალ განვაახლოთ მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,” – ამ სიტყვებით მიმართა ჯიოევამ ღამით შეკრებილებს.

ჯიოევამ ცხინვალის ე.წ. უზენაესს სასამართლოში შეიტანა სარჩელი იმ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, რომლის თანახმადაც დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნეს.

ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ჯიოევა  სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებასაც აპირებს, რომელშიც კოკოითის მთავრობა და რუსეთიც იქნება ჩართული.
ამავე თემაზე:

სროლა ცხინვალის მთავარ მოედანზე

სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალა ჯიოევა ლიდერობს

მასალების გადაბეჭდვის წესი