ახალი ამბები

ხეჩიკაშვილი: კორცხელის ინციდენტში მოქმედი ნაკრებების სპორტსმენები არ მონაწილეობდნენ

23 მაისი, 2016 •
ხეჩიკაშვილი: კორცხელის ინციდენტში მოქმედი ნაკრებების სპორტსმენები არ მონაწილეობდნენ

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ 22 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში მოქმედი ნაკრებების სპორტსმენები არ მონაწილეობდნენ.

მინისტრის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქმედი ნაკრების სპორტსმენი არის წინასაოლიმპიადო სამზადისში და მოქმედი სპორტსმენები არ მონაწილეობდნენ მსგავს ინდიცენტში.

მინისტრმა მწუხარება გამოთქვა, რომ ძალიან ცუდია, სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთთან რომ აკავშირებენ.

“მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, სპორტსმენები და სპორტი უნდა გაემიჯნოს პოლიტიკურ პროცესებს”, – განაცხადა მინისტრმა დღეს, 23 მაისს.

მინისტრის თქმით, სპორტსმენებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა და საშუალება, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ასახელონ, ხოლო სპორტს აქვს უნიკალური შესაძებლობა, რომ გააერთიანოს საზოგადოება.

ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, რომ კორცხელში მომხდარი ინციდენტი ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯსაც და სპორტული ოჯახის იმიჯსაც ლახავენ. მან თხოვნით მიმართა სპორტსმენებსა და მოქალაქეებს,  თავი შეიკაონ მსგავსი ინციდენტებში მონაწილეობისაგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი