ახალი ამბები

საპატრულო პოლიციის განმარტება “მაესტროს” საქმეზე

30 ნოემბერი, 2011 • 1173
საპატრულო  პოლიციის განმარტება “მაესტროს” საქმეზე
საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა ტელეკომპანია “მაესტროს” შენობასთან განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ იმიტომ იმყოფებიან ნუცუბიძის ქუჩაზე, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს.

თავად ტელევიზიის ჟურნალისტების  ნაწილი კი აცხადებს, რომ სამართალდამცავები მათ შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.

“მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მაუკა ღლონტმა სამართლადამცავები ეროსი კიწმარიშვილის ქმედებების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

სამართალდამცავები ტელეკომპანიასთან მამუკა ღლონტმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც ეროსი კიწმარიშვილი ღობიდან შევიდა შენობაში და თანამშრომლებს არ უშვებდა. ამის შემდეგ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები შენობაში შევიდნენ, თუმცა თანამშრომლებს შესვლის საშუალება არ მისცეს და მედიასთანაც მხოლოდ ახლა გააკეთეს კომენტარი.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განმარტება გამოაქვეყნა:
“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შემოსულ იქნა შეტყობინება ტელეკომპანია მაესტროდან, რის შემდეგაც ადგილზე გამოცხადდა საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფი. საპატრულო პოლიციის ადგილზე ყოფნის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს, რომ მხარეებს შორის არ მოხდეს კონფლიქტი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტუაციის დაძაბვა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი