ტელეკომპანიის თანამშრომლები ახლა თავად აცხადებენ უარს შენობაში შესვლაზე და ნუცუბიძის ქუჩაზე, ტელევიზიის შენობის წინ იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ თუ შევლენ შენობაში, შევლენ “ყველანი ერთად”.
კიწმარიშვილმა დაახლოებით ნახევარი საათის წინ განაცხადა, რომ მას უფლება აქვს, ჩაერიოს არხის მართვაში, რადგან მისი განვითარებისთვის 4.5 მილიონი აშშ დოლარი მიიზიდა. აქედან გამომდინარე კი, მიიღო გადაწყვეტილება, არხიდან დაეთხოვა: “მაესტროს” პროდიუსერი მამუკა ღლონტი, გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე, ასევე – ლევან ჩიკვაიძე.
როგორც კიწმარიშვილი აბობს, აღნიშნულ პირებს ტელეკომპანია “მაესტროში” წილები აქვთ და ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ როგორც თანამშრომლები და არა – როგორც მეწილეები. კიწმარიშვილის მტკიცებით, მას უნდოდა საეთერო სტუდიაში შესვლა, თუმცა ლევან ჩიკვაიძემ ტელეკომპანიის ყველა კარი ჩაკეტა და გასაღები გადააგდო. ეროსი კიწმარიშვილის თქმით, ტელეკომპანიაში შესვლას ჯერ კიდევ გუშინ აპირებდა, თუმცა, რადგან “მაესტროს” ეთერში ბიძინა ივანშვილი იყო მიწვეული, განზრახვა დილისთვის გადადო. დღეს დილიდან კი დაიწყო „კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელება.”
“მაესტროს” თანამშრომლების მხოლოდ მცორე ნაწილი იმყოფება ამჟამად შენობაში, რომლებმაც პირდაპირი მაუწყებლობა დაიწყეს.







