ახალი ამბები

„მაესტროში“ თანამშრომლები ვერ შედიან

30 ნოემბერი, 2011 • 1056
„მაესტროში“ თანამშრომლები ვერ შედიან

დილიდან  ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობის გარეთ იმყოფებიან ჟურნალისტები და “მაესტროს“  ერთ–ერთი მფლობელი მამუკა ღლონტი, რომლებიც ვერ ახერხებენ ტელევიზიაში შესვლას.

მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ „ქართული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც არის „მაესტროს“ მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი, ღობიდან გადაძვრა და შეიჭრა „მაესტროს“ შენობაში,  რის შემდეგაც მათ არ ეძლევათ შენობაში შესვლის საშუალება. შენობასთან და ტელევიზიაშიც იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელიც მამუკა ღლონტმა გამოიძახა, თუმცა ვერც სამართალდამცავების დახმარებით შეძლეს ჟურნალისტებმა  შენობაში შესვლა.  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი