“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წყალტუბოს ოლქში დღეს მიმდინარე საკრებულოს შუალედურ არჩევნებში პარტია “ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. “თავისუფალი ზონის” აქტივისტის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში, მათი მტკიცებით, ჩანს ქართულო ოცნების საარჩევნო კოორდინატორი, რომელიც მოქალაქეებს თანხას ურიგებს ხმების სანაცვლოდ.
ცესკო-ში შესაძლო მოსყიდვისა და საარჩევნო უბნებს გარეთ აგიტაციის ფაქტებთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტი სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებას და კომპეტენცია ამ საკითხში აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას და მის წარმომადგენლობას.
შსს-ში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.