21 მაისს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა 5 დღის წინ მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა და ცხედარი თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს და წყლიდან ამოიღეს.
შემთხვევა 17 მაისს, გამთენიისას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.