პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვენეციის კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი კანონპროექტის შესწავლა დაიწყო.
“ვეცდებით, მოვამზადოთ ჩვენი საჯარო, წინასწარი მოსაზრება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონთან და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ყველაზე მჭიდრო ვადაში – 10 დღეში,”- აღნიშნული შინაარსის წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციამ ” საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან მიიღო.
14 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგდაამტკიცა კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები. ისინი პრეზიდენტს მოუწოდებენ, კანონს ვეტო დაადოს. გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის ხელმოწერის საკითხს კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს.