ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალა ჯიოევა ლიდერობს

28 ნოემბერი, 2011 • • 1118
სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალა ჯიოევა ლიდერობს
ე.წ სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კვირას, 27 ნოემბერს, ჩატარებული  დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, განათლების ყოფილი მინისტრი, ალა ჯიოევა 51,37 პროცენტით ლიდერობს.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა მინისტრ ანატოლი ბიბილოვს ხმათა 46,21 პროცენტმა მისცა ხმა.

შეგახსენებთ, სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 13 ნოემბერს გაიმართა. თუმცა იმის გამო, რომ 11 კანდიდატიდან ხმათა 50 % ვერც ერთმა დააგროვა, მეორე ტური დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი