ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” ორგანიზებით, 20 მაისს თბილისში, ფილარმონიასთან გაიმართა აქცია სახელწოდებით, ‘’მოისროლე ბიძინა პოლიტიკურ სანაგვეზე’’.
ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ 2012 წლიდან დღემდე “უკიდურესად გააღატაკა ქართველი ხალხი, წაახალისა კრიმინალი, გააჩერა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ახორციელებს კოლაბორაციონისტურ პოლიტიკას, რითაც მან დააზარალა და შეაფერხა ევროკავშირთან ინტეგრაცია”.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვანო მაღალაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ “თავისუფალი ზონა” დაარსების დღიდან მართავს აქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არჩევნების მოახლოებამ კი მათი მოტივაცია გაზარდა:
“მოსახლეობამ უნდა მოისრილოს ოლიგაქრი, რომელმაც მთელი საქართველო მიისაკუთრა და თავისი “შპს”-დ აქცია. 8 ოქტომბერს საქართველო მოსახლეობა მას გაისტუმრებს იქ, საიდანაც ვეღარ დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში”.
აქცია ფიალრმონიასთან დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა.