ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” და “ოცნება” საარჩევნო შეხვედრის ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

19 მაისი, 2016 •
“თავისუფალი დემოკრატები” და “ოცნება” საარჩევნო შეხვედრის ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

“ქართული ოცნება” და “თავისუფალი დემოკრატები” ერთმანეთს ადანაშაულებენ წყალტუბოში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩაშლაში.

“22 მაისის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპონენტების მხრიდან პროვოკაციები მატულობს. წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია რამდენიმე ადამიანთან ერთად მივიდა და შეხვედრის ჩაშლას შეეცადა. არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზანმიმართულად მომავალში სხვა რეგიონებშიც განვითარდეს”, – ნათქვამია “ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განსხვავებულად აღწერენ ვითარებას “თავისუფალი დემოკრატები”. მათი ინფორმაციით, თავისუფალი დემოკრატებისკანდიდატ ივანე როყვასთან ერთად, მოსახლეობასთან შესახვედრად პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია იმყოფებოდა და  „ქართულმა ოცნებამ“ „თავისუფალი დემოკრატებისშეხვედრის ჩაშლა სცადა. მათივე განმარტებით, სოფელ ჩუნეში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა პარტიამ 5 დღით ადრე დააანონსა.

ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ აღნიშნული შეხვედრის დრო და ადგილი, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომქართულმა ოცნებამაცაქ გადაწყვიტა შეხვედრის ჩატარება. ჩვენ შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები გავაცანით. ჩვენ არ ვყოფთ მოსახლეობას ჩვენ და სხვის ამომრჩევლებად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქალაქის აზრი და ამიტომ არ ვთვლი, რომ დღეს რაიმე პრობლემატური მოხდა,“ – განაცხადა 22 მაისის შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ წყალტუბოში ივანე როყვამ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ოპონენტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს:

“ამასთან, მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში”, – აცხადებენ ოცნებაში.

22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება გარდაბანში, კასპში, წყალტუბოში, ოზურგეთში, ხობსა და ზუგდიდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი