სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ადეკვატური რეაგირება არ არის და არაერთი რეკომენდაცია აქვთ გაცემული ამ საკითხთან დაკაშირებით.
დღეს კიდევ ერთმა კაცმა განაცხადა, რომ სცემეს უცნობმა ადამიანებმა იმიტომ, რომ ეკეთა საყურე და თავდამსხმელებს არ მოეწონათ მისი გარეგნობა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც თბილისში მამაკაცი საყურის ტარების გამო ცემაზე საუბრობს. ნეტგაზეთმა სახალხო დამცველს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჰკითხა, თუ როგორ აფასებდა პოლიციელთა რეაგირებას ჰომოფობიით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
“ჩვენ ანგარიშშიც არაერთხელ შევაფასეთ, რომ ასეთ ფაქტზებზე, სამწუხაროდ, რეაგირება არ იყო ადეკვატური. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად არის და ამაზე არაერთი რეკომენდაცია არის გაცემული, რომ ასეთი ფაქტების სწორი კვალიფიკაცია მოხდეს, რაც მთავარია, და ასევე დროულად და ეფექტურად ჩატარდეს გამოძიება,”- განაცხადა უჩა ნანაუშვილმა.
ეს განცხადება ომბუდსმენმა გააკეთა “ჰოლიდეი ინში” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში ადამაინის უფლებათა მდგომარების 2015 წლის ანგარიშის წარდგენის დაწყებამდე. ანგარიშის წარდგენას ესწრებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.