დღეს, 23 ნოემბერს, თბილისში “ვარდების რევოლუციის” მე–8 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის ნათია ბანძელაძის განცხადებით, თბილისში დღის მეორე ნახევრიდან იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა:
“დღის მეორე ნახევარში გაიხსნება თბილისში დავით აღმაშენებლის განახლებული გამზირი; იგეგმება რიყეზე რონალდ რეიგანის ძეგლის გახსნა; ასევე, იქნება ახალი პროექტის “ახალი თბილისის” პრეზენტაცია”.