დღეს, 23 ნოემბერს, თბილისში “ვარდების რევოლუციის” მე–8 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის ნათია ბანძელაძის განცხადებით, თბილისში დღის მეორე ნახევრიდან იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა:

“დღის მეორე ნახევარში გაიხსნება თბილისში დავით აღმაშენებლის განახლებული  გამზირი; იგეგმება რიყეზე რონალდ რეიგანის ძეგლის გახსნა; ასევე, იქნება ახალი პროექტის “ახალი თბილისის” პრეზენტაცია”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *