ქალთა ინიცატივების მხარდამჭერი ჯგუფის ორგანიზებით, თბილისში გამოფენა/ინსტალაცია, სახელწოდებით “ჰომოფობიის ლაბირინთი” გაიმართა.

ღონისძიების მიზანი იმ გამოცდილების შეჯამება იყო, რომელიც საქართველოში ლგბტ მოძრაობას აქვს. ორგანიზატორთა თქმით, გამოფენა/ინსტალაცია ორ სივრცეს მოიცავდა. პირველ ნაწილში დამთვალიერებელს მოძრაობის ნეგატიური გამოცდილება შეახსენეს. მეორე სივრცეში კი ლგბტ აქტივიზმის მიღწევები იყო წარმოჩენილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *