ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ათეული [ინფოგრაფიკა]

16 მაისი, 2016 • 1938
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ათეული [ინფოგრაფიკა]

16 მაისს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიის წინასაარჩევნო სიის ახალი წევრები დაასახელა.

პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, წინასაარჩევნო სიაში, მის გარდა, შედიან ელენე ხოშტარია, რომან გოცირიძე, ნიკა მელია, გიორგი ტუღუში, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, სერგო რატიანი.

ათეულის გარდა, ენმ-ის წინასაარჩევნო სიაში იქნებიან ლელა ქებურია, დიმიტრი ძაგნიძე, სოფიო სიუკაევა, ნინო კვიტაიშვილი, მარიამ რამინაშვილი და ბესო წერედიანი.

ენმ-ის გუნდის წევრმა ნიკა მელიამ ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ პარტია უახლოეს მომავალში წარადგენს სრულ წინასაარჩევნო სიას.

“ეს არის ახალი პოლიტიკა გუნდის ახალი წევრებით და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისათვის გუნდის თითოეული ახალი წევრის პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია კარგად არის ცნობილი. ეს არის ის, რაც აკლია დღევანდელ ხელისუფლებას. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ვერ შეძლო ვერც ერთი დაპირების შესრულება სწორედ იმიტომ, რომ მათ აკლიათ პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. ჩვენ გვაქვს ორი ამოცანა – ძალიან სწრაფად დავამარცხოთ ივანიშვილის ხელისუფლება ოქტომბრის თვეში და გადავიყვანოთ იგი ოპოზიციაში და, მეორე მხრივ, ძალიან სწრაფად დავიწყოთ ამ ქვეყნის განვითარება“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი