საქართველოს პრემიერ–მინისტრი 17 მაისს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთს ეწვევა.
მთავრობის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც თესალონიკში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ–მინისტრ ალექსის ციპრასთან, აცხადებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.