ახალი ამბები

ხოშტარია, კახიძე, გოცირიძე, ტუღუში და სხვა ახალი სახეები ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში

16 მაისი, 2016 • 2340
ხოშტარია, კახიძე, გოცირიძე, ტუღუში და სხვა ახალი სახეები ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში

დღეს, 16 მაისს, ლეღვთახევში, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავისი წინასაარჩევნო სიის ახალი წევრების ვინაობა დავით ბაქრაძემ დაასახელა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, სიაში შედიან დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია, რომან გორიცირძე, ნიკა მელია, ირაკლი აბესაძე, გიორგი ტუღუში, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი, სერგი კაპანაძე, სერგო რატიანი.

დავით ბაქრაძის წარდგინებით სიაში ასევე იქნებიან ლელა ქებურია, დიმიტრი ძაგნიძე, სოფიო სიუკაევა, ნინო კვიტაიშვილი, მარიამ რამინაშვილი, ბესო წერედიანი.

ბაქრაძის განცხადებით, ეს ჩამონათვალი არის ნაწილი საარჩევნო სიისა, რომელთან ერთადაც აუცილებლად გაიმარჯვებენ 8 ოქტომბრის არჩევნებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი