ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაზე იმსჯელებენ. სხდომა პარტიის თბილისის ცენტრალურ ოფისში ახლა იწყება.
ენმ-ის წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება. სრულ სიას პარტია რამდენიმე დღეში წარადგენს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, განახლებულ საარჩევნო სიაში იქნებიან როგორც ძველი, ისე ახალი წევრები. მათ შორის საზოგადოებისათვის ცნობილი სახეებიც.