ახალი ამბებიხელოვნება

ფიროსმანის ტილოს შესახებ კულტურის სამინისტრო “სოთბის” აუქციონს მიმართავს

15 მაისი, 2016 •
ფიროსმანის ტილოს შესახებ კულტურის სამინისტრო “სოთბის” აუქციონს მიმართავს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო გეგმავს წერილით მიმართოს სოთბის აუქციონის ორგანიზატორებს ნიკო ფიროსმანის ტილოს წარმომავლობის შესახებ ინფრომაციის დაზუსტებასთან დაკავშირებით. აუქციონზე ტილო რუსულ სექციაში წარადგინეს.

“ჩვენთვის, როგორც ქართული მხარისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველ მხატვრად იყოს მოხსენიებული.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ „შველი წყლის პირას“ რუსულ სექციაშია შეტანილი, სამწუხაროდ, ეს სოთბის სააუქციონო სახლის კლასიფიკაცია და სტრუქტურა გახლავთ. ამ და სხვა შემთხვევაშიც ჩვენთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სწორედ მხატვრის ქართველად მოხსენიება.”

ნიკო ფოროსმანის ტულოს “შველი წყლის პირას” სოთბის აუქციონზე 7 ივნისს გაიტანენ, მისი საწყისი ფასი 150 000 ფუნტი სტერლინგდან იწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი