ახალი ამბები

ღარიბაშვილი: “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ ვიქნები

14 მაისი, 2016 •
ღარიბაშვილი: “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ ვიქნები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ იქნება:

“ჩემი გეგმები არის შემდეგი: მე, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და როგორც “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ყოფილი თავმჯდომარე, მზად ვარ, თუ გუნდს დასჭირდება, მხარში დავუდგე არჩევნების განმავლობაში. მე სიაში არ ვაპირებ ყოფნას, ვინაიდან მე ვიყავი ამ პარტიის თავმჯდომარე, ვიყავი კოალიციის ლიდერი. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ წარმატება ვუსურვო ახალ გუნდს”- განაცხადა ღარიბაშვილმა 14 მაისს, “ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ აპირებს დამოუკიდებლად პარტიის შექმნას, უპასუხა:

“არა, ჯერჯერობით”.

ღარიბაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 2015 წლის დეკემბრის ბოლოს მოულოდნელად გადადგა, ამ დრომდე ფორმალურად იყო პარტიის თავმჯდომარე. ამჟამად ის აღარ არის პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი