პარტია “ქართული ოცნების” ყრილობაზე  ერთხმად დაამტკიცეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. ძველ წევრებთან ერთად პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა დელეგატებს პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა წარუდგინა.

ამჟამინდელი პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან:

  1. კახა კალაძე -პარტიის გენერალური მდივანი 
  2. გიორგი ვოლსკი – დეპუტატი
  3. მანანა კობახიძე- დეპუტატი
  4. ეკა ბესელია – დეპუტატი
  5. ირაკლი სესიაშვილი-დეპუტატი
  6. ირაკლი ტრიპოლსკი 
  7. თემურ ჭკუასელი
  8. დავით საგანელიძე – თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი;
  9. ნოდარ ხადური – ფინანსთა მინისტრი;
  10. ზვიად კვაჭანტირაძე-დეპუტატი;
  11. გედევან ფოფხაძე-დეპუტატი;
  12. ირაკლი კობახიძე- [პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრი]პარტიის აღმასრულებელი მდივანი ;
  13. დავით ბაქარაძე – [პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრი] ევროინტეგრაციის მინისტრი;
  14. დავით კოღუაშვილი – სამართლის მაგისტრის მფლობელი [აშშ], აშშ-ს ხაზინის მრჩეველი საბაჟო რეფორმების საკითხებში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი;
  15. მამუკა მდინარაძე- იურისტი, სამართლის დოქტორი, “ადვოკატთა ალიანსის” თავმჯდომარე;
  16. ირინე ფრუიძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, “ახალი მემარჯვენეების” ყოფილი წევრი,  ინტელექტუალურ თამაშ “რა, სად, როდის” წევრი;
  17. რომან კაკულია – ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
  18. სოფიო კილაძე – შსს-ს აკადემიის პრორექტორი, საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეცოალისტი;
  19. აკაკი ზოიძე – კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჯანმრთელობის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მკვლევარი; 
  20. ზვიად გონაძე – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ქართული ოცნების ყრილობაზე 14 მაისს პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი აირჩიეს.

ყრილობას ესწრებოდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

ყრილობა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გახსნა და დელეგატებს პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი წარუდგინა. მან ასევე მიმოიხილა “ქართული ოცნების” ხელისუფლების საქმიანობა 4 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ დელეგატებს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მიმართა და პოლიტიკური  საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ყრილობა დასრულდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *