ახალი ამბები

ბესელია: საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს ვენეციის კომისიაში გავგზავნით

14 მაისი, 2016 • 1431
ბესელია: საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს ვენეციის კომისიაში გავგზავნით

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ ვენეციის კომისიას გაეგზავნება კანონი საკონსტიტუციო სასამარლოს შესახებ, თუმცა აღსანიშნავია, რომ კანოპროექტი დღეს, 14 მაისს მესამე მოსმენით პარლამენტმა უკვე  მიიღო.

ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა 10 მაისს გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი მიესალმებოდნენ ეკა ბესელიას პოზიციას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი გაეგზავნა ვენეციის კომისიისთვის, რათა კომისიას საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა, ვიდრე ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავდნენ საქართველოს პარლამენტში.

13 მაისს, ღამის 10 საათზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ამ კანონპროექტის  შესახებ მესამე მოსმენით იმსჯელეს, რათა დღეს  რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განეხილათ.

თუ რატომ არ გაუგზავნეს კანონპროექტი ვენეციის კომისიას, ეკა ბესელიამ შემდეგნაირად ახსნა:

“თუ არანაირი ცვლილება აღარ შევიდოდა კომიტეტზე პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, შესაძლებელი იყო უკვე გაგვეგზავნა მეორე მოსმენიდანვე, მარამ თუ შეცვლებოდა კანონპროექტი და დაემატებოდა მნიშვნელოვანი საკითხები და დაემატა კიდეც, ასეთ შემთხვევაში დაველოდებოდით, რომ ეს მეორე მოსმენითად იქნებოდა მიღებული. ეს მე ავუხსენი მათ, ისიც, რომ არის საარჩევნო წელი, პარლამენტი მუშაობს ძალიან შეზღუდული დროით, ამიტომ დიდი ლოდინის დრო კანონის მიღებისთვის, სამწუხაროდ, ახლა პარლამენტს არ ჰქონდა, რადგან მალე ასრულებს მუშაობას. ეს ძალიან კარგად იყო გასაგები მონიტორებისთვის, ასე რომ, ჩვენ გავგზავნით ამ კანონს უკვე ვენეციის კომისიაში,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი