ახალი ამბები

დავითაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების საკითხი 4 წლის წინ დავსვი [ვიდეო]

14 მაისი, 2016 • 1460
დავითაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების საკითხი 4 წლის წინ დავსვი [ვიდეო]

პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებას მხარი დაუჭირა კობა დავითაშვილმაც, რომელმაც, როგორც თვითონ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაცხადა, პოლიტიკური პროცესი დატოვა.

“აღარც ვღებულობ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. ამ კანონპროექტის მხარდაჭრა ჩემი ძველი ვალია ჩემი სინდისის წინაშე, ეს საკითხი ოთხი წლის წინ დავსვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირება იყო საჭირო,”- განაცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კითხვას, კიდევ დარჩა თუ არა კანონპროქტი, რომლის გამოც მოსვლა მოუწევს, დეპუტატი პასუხობს:

“ჩემი დასმული საკითხი ბევრია, მაგრამ დღის წესრიგში არც ერთი აღარ არის.”

“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდების საპასუხოდ, რომ ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს დაქვემდებარება სურს, დავითაშილი აცხადებს:

“მოწინააღმდეგეები უკვე აკონტროლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამ კონტროლის დაკარგვა არ სურდათ. ეს კანონი მათ ამ კონტროლის საშუალებას აღარ მისცემს.”

დღეს, 14 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

პარლამენტმა ასევე მესამე მოსმენით, 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი