ახალი ამბები

ბესელიასა და თაქთაქიშვილს შორის დაპირისპირების გამო კომიტეტის სხდომა ჩაიშალა

12 მაისი, 2016 •
ბესელიასა და თაქთაქიშვილს შორის დაპირისპირების გამო კომიტეტის სხდომა ჩაიშალა

ეკა ბესელიასა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიებებული სხდომა ჩაიშალა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების მოერ წარმოდგენულ იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის აგარიშს, თუმცა საიას წარმომადგენელს ანგარიშის პრეზენტაციაც არ დასცალდა.

თაქთაქიშვილსა და ბესელიას დაპირისპირება გამოიწვია საკითხმა, რომელიც შეეხებოდა მოსამართლეთა ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანის პრაქტიკას.

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მას ახსოვს მოსამართლეთა სხვა სასამართლოში გადაყვანის შემთხვევები:

“მე ახლა ვიხსენებდი, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი რაიონული სასამართლოს მოსამართლე გადმოიყვანეს თბილისში. ზუსტად ის მოსამართლე, დაემთხვა, იხილავდა ახალაიას  საქმეს. გაჩნდა კითხვები, ხომ არ ემთხვეოდა შეგნებულად იმ მოსამართლის გადმოყვანა ზუსტად ამ კონკრეტული საქმეებისთვის მოსამართლეების დახვედრას,”- განაცხადა ბესელიამ.

ამის შემდეგ თაქთაქიშვილმა ბესელიას მიმართა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ძალიან უყვარს მხოლოდ წარსულზე საუბარი. თუმცა ბესელიამ მას სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცა და მოუწოდა, რომ რეგლამენტი დაეცვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ეკა ბესელიამ  სხდომა შეწყვიტა და განაცხადა, რომ ჩიორა თაქთაქიშვილს ვერ მისცემდა მიტინგის ჩატარების საშუალებას.

ეკა ბესელიამ სხდომის შეწყვეტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სხდომას ან თბილისში გააგრძელებდნენ, ან დღესვე საკუთარ კაბინეტში- საიას წარმომადგენლებთან ერთად. 

chioraaa

მასალების გადაბეჭდვის წესი