საქართველოში დიდი ბრიტანეთის ახალ ელჩად ჯასტინ მაკენზი სმიტი დაინიშნა. იგი ჩაანაცვლებს ალექსანდარა ჰოლ ჰოლს, რომელიც საქართველოში მუშაობას აგვისტოს შუა რიცხვებში ასრულებს.
საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი 2016 წლის აგვისტოში ჩამოვა.
როგორც ახალი ელჩის CV-ში არის აღნიშნული, მან ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1994 წელს დაიწყო. 1996 – 1999 წლებში მუშაობდა მოსკოვში მეორე მდივნად, შემდეგ კი, სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2011-2015 წლებში მექსიკაში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და ვაჭრობისა და ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.
CV-ში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლიდან დღემდე ჯასტინ მაკენზი სმიტი სწავლობს ქართულს.