ახალი ამბები

საქართველოში ჩაის პოტენციალით ჩინური ორგანიზაციები დაინტერესდნენ

11 მაისი, 2016 •
საქართველოში ჩაის პოტენციალით ჩინური ორგანიზაციები დაინტერესდნენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ჩაის პოტენციალის ათვისებით ჩინეთი დაინტერესდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩაის პოტენციალის ათვისება ორ ქვეყანას შორის წამოწყებული „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთი მიმართულებაა და მას ჩინეთის სოფლის მეურნეობის განხრით არსებული სხვადასხვა ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების გაერთიანება – „ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერების ტექნოლოგიური ინოვაციების და მეწარმეობის კავშირი“ უზრუნველყოფს.

სამინისტრო იუწყება, რომ საქართველოში 10-კაციანი დელეგაცია ლი თონგპინის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა, ისინი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძესა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი პროექტში არსებული სამეცნიერო საქმიანობების დაგეგმარება იყო. მხარეები შეთანხმდნენ პროექტის 5 საფეხურზე, რაც ითვალისწინებს საქართველოში არსებული ჩაის აღდგენას, ახალი ჩაის ბაღების გაშენებას, ჩაის მოყვანისა და გადამუშავების ახალი ტექნოლიგიების დანერგვას და სხვა რიგ სამეცნიერო საქმიანობებს.

დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინურ მხარეს შორის სასტუმრო “პრეფერენს ჰუალინგში” გაფორმდება შეთანხმება „საქართველოს ჩაის ინდუსტრიის, ვაჭრობის, კულტურისა და ტურიზმის კომპლექს პროექტის“ შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი