აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ევროვიზიის” გუშინ, 10 მაისს გამართული ნახევარფინალის დროს, მთიანი ყარაბაღის დროშის გამოჩენასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.

“სომხეთის მსგავსი პროვოკაციული ქმედებები დაუშვებელია”, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიკმეთ გაჯიევმა.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე აზერბაიჯანი უკმაყოფილებას გამოხატავს ევროვიზია-2016 ის საორგანიზაციო კომიტეტის მიმართ.

სომხეთის წარმომადგენელმა, ივეტა მუკუჩიანმა შედეგების გამოცხადების დროს ყარაბაღის დროშა აწია.

asdc

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *