ახალი ამბები

თინათინ ხიდაშელი რუსეთის წინააღმდეგ

7 ნოემბერი, 2011 • 1146
თინათინ ხიდაშელი რუსეთის წინააღმდეგ

“თინათინ ხიდაშელი შეხვედრებს გამართავს მის მიერ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის თაობაზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. დღეს ღამით, 8 ნოემბერს, 04:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი ჰააგაში მიემგზავრება. თინათინ ხიდაშელმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი აგვისტოს ომის დროს ქართველი მოსახლეობის იძულებით გამოდევნის, განზრახ მკვლელობების, ტყვეების წამების და მათი ქონების განზრახ დაზიანების შესახებ შეიტანა. თინათინ ხიდაშელი წინა ვიზიტისას ჰააგაში აღნიშნული საქმის პროკურორს შეხვდა. მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სარჩელი არასწორ სასამართლოში შეიტანა და საქმეც წააგო, რადგან მას პოლიტიკური დივიდენდების დაწერა უფრო სურდა, ვიდრე შედეგის მიღწევა. ხიდაშელის განცხადებით, მომხდარი არ იყო გაერო-ს ტიპის დანაშაული, ამიტომაც გვითხრეს უარი საქმის განხილვაზე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და სარჩელი უნდა შესულიყო იგივე ქალაქში მდებარე  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში”, ნათქვამია თინათინ ხიდაშელის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი