“თინათინ ხიდაშელი შეხვედრებს გამართავს მის მიერ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის თაობაზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. დღეს ღამით, 8 ნოემბერს, 04:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი ჰააგაში მიემგზავრება. თინათინ ხიდაშელმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი აგვისტოს ომის დროს ქართველი მოსახლეობის იძულებით გამოდევნის, განზრახ მკვლელობების, ტყვეების წამების და მათი ქონების განზრახ დაზიანების შესახებ შეიტანა. თინათინ ხიდაშელი წინა ვიზიტისას ჰააგაში აღნიშნული საქმის პროკურორს შეხვდა. მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სარჩელი არასწორ სასამართლოში შეიტანა და საქმეც წააგო, რადგან მას პოლიტიკური დივიდენდების დაწერა უფრო სურდა, ვიდრე შედეგის მიღწევა. ხიდაშელის განცხადებით, მომხდარი არ იყო გაერო-ს ტიპის დანაშაული, ამიტომაც გვითხრეს უარი საქმის განხილვაზე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და სარჩელი უნდა შესულიყო იგივე ქალაქში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში”, ნათქვამია თინათინ ხიდაშელის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თინათინ ხიდაშელი რუსეთის წინააღმდეგ
-
12.10.2026 პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვი -
12.10.2026 რა კითხვებს აჩენს „იგლ ჰილსის“ პროექტი? – ინტერვიუ -
12.10.2026 ჯანდაცვის მინისტრი: პენსია შთამბეჭდავი მოცულობით იზრდება -
12.10.2026 მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო ჯგუფი დააფუძნა -
12.10.2026 სასამართლომ არ დააკმაყოფილა ფრანგი ფოტოგრაფის, ფრანსის პრიმერსკის საჩივარი -
12.10.2026 კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებით
