“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არმაზ ახვლედიანი დიდი ხანია, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი აღარაა.
“მისი არაადეკვატური ქმედებების და განცხადებების შემდეგ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მას უჩერდებოდა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრობა. შესაბამისად, მას შემდეგ ძალიან დიდი ხანია უკვე არმაზ ახვლედიანი არ არის ჩართული პარტიის პროცესებში, მას ელემენტარული ინფორმაციაც არ აქვს იმის თაობაზე, რა ხდება ჩვენთან პარტიაში. მის განცხადებებზე სერიოზულ განცხადებებს ვერ გავაკეთებთ. არმაზ ახვლედიანის განცხადებები არ არის რელევანტური ჩვენთვის, ის არ არის ღირებული ფიგურა იმისათვის, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ მის განცხადებებს”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ირკლი კობახიძემ.
დღეს, 10 მაისს, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ ტოვებს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს, რადგან პარტიაში გამეფებულია ფარისევლობა და მოჩვენებითობა. ახვლედიანმა პარტია გააკრიტიკა იმის გამო, რომ არ სურთ განახლება.