პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ ნატოს თაობაზე თამაზ მეჭიაურის განცხადებები “ქართული ოცნების” პოზიციას არ გამოხატავს:

“უკვე ყველანი მივეჩვიეთ იმას, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადებება არის თამაზ მეჭიაურის პოზიცია. “ქართული ოცნების” პოზიცია [ნატოში ინტეგრაციის შესახებ] არაერთხელ გაცხადდა საჯაროდ და იცით თქვენ. მისი განცხადებები მისივე პერსონალური მოსაზრებებია, გამოხატვის თავისუფლება ყველასთვის არის დაცული,”- განაცხადა ბესელიამ.

9 მაისს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პარტია “ქართული ოცნების” წევრმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას. მანამდე, 7 მაისს მან თქვა, რომ ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ჩატარება საქართველოში, რომელიც 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზეა დაგეგმილი, საშიშია.

ასევე, მეჭიაურმა 22 აპრილს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნატოში ინტეგრაციას მეტისმეტად ოპტიმისტურად უყურებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *