ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოს ცნობით, აზერბაიჯანმა სომხეთის პოზიციებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა

9 მაისი, 2016 • 1354
ბაქოს ცნობით, აზერბაიჯანმა სომხეთის პოზიციებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ოფიციალური ცნობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 9 მაისს აზერბაიჯანის მხარემ სომხეთის პოზიციებს 128-ჯერ გაუხსნა საპასუხო ცეცხლი.

სამინისტროს ცნობით, 9 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი თავდაპირველად სომხეთმა დაარღვია, როდესაც აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.

9 მაისის ფაქტზე განცახადება გააკეთეს სომხეთისა და ყარაბაღის მხარეებმაც და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში დაადანაშაულეს.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება განსაკუთრებით 2016 წლის 2 აპრილის შემდეგ დაიძაბა. ხუთდღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს ორივე მხრიდან ათეულობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი