ახალი ამბებისაზოგადოება

ევროკავშირის დღე თბილისში ევროპის კვირეულის გახსნით აღნიშნეს

8 მაისი, 2016 • 2292
ევროკავშირის დღე თბილისში ევროპის კვირეულის გახსნით აღნიშნეს

ევროკავშირის დღე თბილისში, ერთი დღით ადრე, ევროპის კვირეულის გახსნით აღნიშნეს. კვირეული თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ “ევროსოფელში” გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა ევროკავშირში შემავალი ქვეყნების საქართველოში არსებული საელჩოების წარმომადგენლებმა მიიღეს. სტუმრებს საშუალება აქვთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეები დათვალიერონ და ევროპული სამზარეულო დაგემოვნონ.

"ევროპის კვირეული" თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ " ევროპარკში" გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ევროპის კვირეული” თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ ” ევროპარკში” გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

რიყის პარკში მოწყობილი “ევროსოფელი” ქართველმა პოლიტიკოსებმა დაათვალიერეს. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წლევანდელი “ევროკვირეულის” მასშტაბებზე ისაუბრა. ნარმანიას თქმით, ევროპის დღეების ასე მასშტაბურად აღნიშვნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობაზე უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მსგავსი სახის ერთობლივი პროექტების განხორციელება გაგრძელდება: – ” მომავალში ვაპირებთ, კიდევ ბევრი ერთობლივი პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ, რათა უფრო მეტად ვიყოთ ინტეგრირებული ევროპაში“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიამ რიყის პარკში მოწყობილი "ევროსოფელი" დაათვალიერა 05.08.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

დავით ნარმანიამ რიყის პარკში მოწყობილი “ევროსოფელი” დაათვალიერა 05.08.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადდა, რადგან წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა. გიორგი მარგველაშვილიმა ქვეყნის ისტორია გაიხსენა და იმ გამოწვევებზე იაუბრა, რომლის წინაშეც საქართველო ახლა დგას: – “დღეს ჩვენ ახალ ნაბიჯს ვდგამთ ევროპული სახელმწიფოს შექმნის თვალსაზრისით. მე ვხედავ ერს, რომელსაც აქვს ხედვა და იცის, ხვალ რა უნდა გააკეთოს, ქვეყანას, რომელიც თავის ტერიტორიებს გაამთლიანებს არა ომით, არამედ იმით, რომ განსაკუთრებულ ქვეყანას და თავისუფლებას შექმნის. ჩვენ ერთად დგომით შევძლებთ ამას, რასაც წელს განსაკუთრებულად დავამტკიცებთ, რადგან თითოეული თქვენგანი მივა არჩევნებზე და ქვეყნის მომავალ ბედს გადაწყვეტს”.გიორგი მარგველაშვილი იანოშ ჰერმანი

სიტყვით გამოვიდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი იანოშ ჰერმანიც. მან ყურადღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 25-წლიან თანამშრომლობაზე გაამახვილა.  “რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამეა გასაკეთბელი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ. .ჩვენ უკვე გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და ეკონიმიკური ინტეგრაცია.  იმედი გვაქვს, ეს ურთიერთობა უფრო გაღრმავდება და მოუთმენლად ველით სავიზო რეჟიმის გამარტივებას”. ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის თქმით, ეს არც ისე შორეული რეალობაა.

“ევროსოფელში” მთელი დღის განმავლობაში იმართება თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენები, ასევე, საბავშვო თამაშები და კონკურსები. დღე დასრულბდება საზეიმო კონცერტით ღია ცის ქვეშ ცნობილი ევროპელი და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით. ასევე, დღის პროგრამა ბავშვებს და ახალგაზრდებს გასართობ და საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობს.

"ევროპის კვირეული" თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ " ევროპარკში" გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ევროპის კვირეული” თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ ” ევროპარკში” გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

 

"ევროპის კვირეული" თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ " ევროპარკში" გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ევროპის კვირეული” თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ ” ევროპარკში” გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

რიყის პარკში ღონისძიება კონცერტით დასრულდება. კონცერტში მონაწილებას მიიღებენ ქართული ნაციონალური ბალეტის, “სუხიშვილების” მოცეკვავეები. საღამოს კონცერტზე გამოვლენ ევროვიზიის ვარსკვლავები: ნინა სუბლატი და ჯგუფი “ელდრაინი”, ჯგუფი “ნიუტონი”, იტალიელი ტენორი პიერო მაცოკეტი, რომელიც საქართველოს პირველად სტუმრობს, და ქართველი სოპრანო ირინა თაბორიძე.

კვირეული  8-დან 24 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისა და ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

ევროკავშირის   ქვეყნებში   ,,ევროპის   დღე“   9   მაისს, ევროკავშირის ერთ–ერთი დამაარსებლის, რობერტ   შუმანის ინიციატივის აღსანიშნავად იმართება. მან  1950 წლის 9 მაისს  ევროპის ქვეყნების ერთიან თანამეგობრობაში   გაერთიანების   იდეა წამოაყენა, რომლის განხორციელებაც 6 ევროპული ქვეყნის გაერთიანებით დაიწყო და დღესდღეობით  28  წევრ სახელმწიფოს აერთიანებს.

კვირეული საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება.

 

"ევროპის კვირეული" თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ " ევროპარკში" გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ევროპის კვირეული” თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ ” ევროპარკში” გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

 

"ევროპის კვირეული" თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ " ევროპარკში" გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ევროპის კვირეული” თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ ” ევროპარკში” გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

 

 

"ევროპის კვირეული" თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ " ევროპარკში" გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ევროპის კვირეული” თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ ” ევროპარკში” გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

 

"ევროპის კვირეული" თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ " ევროპარკში" გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ევროპის კვირეული” თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ ” ევროპარკში” გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

 

"ევროპის კვირეული" თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ " ევროპარკში" გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ევროპის კვირეული” თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ ” ევროპარკში” გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

 

"ევროპის კვირეული" თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ " ევროპარკში" გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ევროპის კვირეული” თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ ” ევროპარკში” გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

 

"ევროპის კვირეული" თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ " ევროპარკში" გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ევროპის კვირეული” თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ ” ევროპარკში” გაიხსნა 08.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი