ახალი ამბებიეკონომიკა

რუსეთში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 84%-ით გაიზარდა

7 მაისი, 2016 •
რუსეთში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 84%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წლის ოთხ თვეში (იანვარი-აპრილი) ღვინის ექსპორტის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით ყველაზე მეტად ღვინის ექსპორტი საქართველოდან გაიზარდა რუსეთში (84%), დიდ ბრიტანეთში (72%), უკრაინასა (70%) და ჩინეთში (58%).

სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 581 031 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
• რუსეთი – 5 925 933 ბოთლი;
• უკრაინა -1 488 737 ბოთლი;
• ყაზახეთი- 1 281 100 ბოთლი;
• ჩინეთი – 779 425 ბოთლი;
• პოლონეთი – 682 522 ბოთლი.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატებაა შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი – 84% (5 925 933), უკრაინა – 70% (1 488 737), ჩინეთი – 58% (779 425), პოლონეთი – 31% (682 522), ლიტვა – 37% (183 636), ყირგიზეთი – 171% (107 646), გერმანია – 23% (104 950), ბელარუსი – 31% (134 120), დიდი ბრიტანეთი – 72% (50 128) და სხვა.

ამასთან, მსოფლიოს 11 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 799 700 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 86%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 6, 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 47,4 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 4 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 33,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი