ახალი ამბებისამართალი

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

6 მაისი, 2016 • 1086
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

თბილისში გუშინ ორი პირი დააკავეს, რომლებსაც ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დამზადება-შენახვა-გასაღება ედებათ.  ნეტგაზეთის შეკითხვას, არიან თუ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულები ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი (“როსტო”) და მსახიობი ლაშა კურტანიძე, შსს-ში გვითხრეს, რომ დაკავებულების ვინაობას ვერ დაგვისახელებენ.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი სსსკ-ის 260-ე მუხლის, მე-6 ნაწილით წარედგინათ, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას ითვალსწინებს. ჩადენილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

მასალების გადაბეჭდვის წესი