ახალი ამბები

ACT: აზერბაიჯანში გამოკითხულთა 97% ყარაბაღში სამხედრო მოქმედებებს მხარს უჭერს

5 მაისი, 2016 • 1275
ACT: აზერბაიჯანში გამოკითხულთა 97% ყარაბაღში სამხედრო მოქმედებებს მხარს უჭერს

ACT [ეი-სი-თი]-ის აზერბაიჯანის ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 97% ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებებს მხარს უჭერს.

Снимокdfsf

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა დიდი ნაწილი, 86% მიიჩნევს, რომ 2016 წლის აპრილის დასაწყისში ყარაბაღის კონფლქიტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების პროვოცირება სომხეთმა მოახდინა.

კვლევაში მონაწილეობა, როგორც ACT-ის ვებ-გვერდზე წერია, 33-55 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებმა მიიღეს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეირჩნენ გამოკითხულები, ინფორმაცია ვებ-გვერდზე არ იძებნება.

ACT ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფია, რომელიც წარმოადგენს კვლევებისა და კონსულტაციის გლობალურ კომპანიას და მოიცავს დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2016 წლის 2 აპრილს გააქტიურდა და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. შედეგად ორივე მხრიდან სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. ორივე მხარე [აზერბაიჯანი და სომხეთი] საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი