საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 2001 წელს საბერძნეთის ევროზონაში მიღება შეცდომა იყო– იუწყება ბი–ბი–სი.
საფრანგეთის ერთ–ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში საკროზიმ განაცხადა, რომ მაშინ საბრძნეთის ევროზონაში მიღება არ ღირდა, რამდენადაც საბერძნეთის ხელისუფლების მიერ ეკონომიური მაჩვენებლები არასწორი აღმოჩნდა.
თუმცა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტავროს ლამბრინდისი ბი–ბი–სი –სთან ინტერვიუში ამის საპასუხოდ ამბობს, რომ ყველა პრობლემის მიუხედავად, საბერძნეთი არ არის ევროზონის კრიზისის მიზეზი.
„ეს ჩვენ ვნახეთ პორტუგალიაში, ირლანდიასა და იტალიაში. არასწორია, როდესაც მხოლოდ ერთ ქვეყანას ადანაშაულებ, მაშინ, როდესაც საერთო ევროპულ პრობლემასთან გაქვს საქმე“,–განაცხადა მან.
ოთხშაბათს ევროპულმა ლიდერებმა მიაღწიეს ეპოქალურ შათანხმებას ერთიანი ევროპული ვალუტის გადარჩენის შესახებ, რომლის ერთ– ერთ ნაწილს საბერძნეთის საგარეო ვალის 50%–ის გადარჩენას შეეხება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ამის შემდეგ საბერძნეთის ხელისუფლება შეძლებს მდგომარეობის გამოსწორებას.
„თუკი საბერძნეთი დეფოლტს გამოაცხადებდა, დაიწყებოდა დომინოს ეფექტი, რომელიც ყველას ჩაითრევდა.“ –მიიჩნევს სარკოზი.
სარკოზის ინტერვიუმდე რამდენიმე წუთით ადრე საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა გეორგიუს პაპანდრეუმ განაცხადა, რომ ევროპის ლიდერთა შეთანხმება საბერძნეთს მისცემს დროს, „სრულიად ახალი ქვეყანა“ ააშენოს.