ახალი ამბები

თბილისში “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” ოფისი დააზიანეს

1 მაისი, 2016 • 2825
თბილისში “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” ოფისი დააზიანეს

“ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” ინფორმაციით, 1 მაისს, ღამით, თბილისში ცენტრის ოფისი დააზიანეს.

“გუშინ ღამით დაარბიეს ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩუღურეთის რაიონის ოფისი. ჩამსხვრეულია პრაქტიკულად ყველა მინა. დათვალიერებით ჩანს, რომ ეს ვანდალური აქტი ჩაიდინა ორგანიზებულმა ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით მივიდა ოფისთან აგურებით, ასფალტის ბელტებითა და არმატურებით შეიარაღებული.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს სასწრაფოდ მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება და დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით.” – აცხადებენ ცენტრში.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე

მასალების გადაბეჭდვის წესი