
ორ მხარეს შორის შეხვედრაზე აქცენტი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დეკემბერში დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებებზე გაკეთდა.
ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ფილიპ ლეფორმა განუცხადა ჟურნალისტებს.
”შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებებზე ვიმსჯელეთ, რომელიც დეკემბერში გაიმართება. მე პარლამენტის თავმჯდომარეს გავაცანი ჩემი ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, განვიხილეთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზეც ვიმსჯელეთ,” – განაცხადა ლეფორმა.
ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: აკაკი მინაშვილი და დავით დარჩიაშვილი.
ქართულ მხარეს შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.