ახალი ამბები

„მანდატურების ქველმოქმედება“

24 ოქტომბერი, 2011 • 1104
„მანდატურების ქველმოქმედება“

მანდატურებმა და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა ერთად მხატვრული ფილმი „სამი მუშკეტერი“ იხილეს, –ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მანდატურებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მანდატურებმა და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი და კულტურული  ადგილები მოინახულეს. მანდატურების  თქმით, ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია, თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი  ბავშვების სწორად აღზრდაში.

სამსახური მომავალშიც გაარძელებს საქველმოქმედო აქციებს. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე.

მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციაში და საზოგადოებას თავად განუმარტონ  მანდატურის სამსახურის მუშაობის პრინციპები.

მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან, მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ“,–აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი