ახალი ამბები

ომბუდსმენი: ტელეკომპანია GDS-ის ჰომოფობიური სიუჟეტი შეშფოთებას იწვევს

28 აპრილი, 2016 • 1195
ომბუდსმენი: ტელეკომპანია GDS-ის ჰომოფობიური სიუჟეტი შეშფოთებას იწვევს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ომბუდმსენის განცხადებით ჰომოფობიურია.

“საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სტერეოტიპების დაძლევაში მედიასაშუალებებს განსაკუთრებული როლი ეკისრებათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეშფოთებას იწვევს ტელეკომპანია GDS–ის მიერ მომზადებულ გადაცემაში „ბინა 18“ 23 აპრილს გასული სიუჟეტი, რომელიც ჰომოფობიური განწყობების გაღვივებასა და დისკრიმინაციული ქმედებების წახალისებისკენაა მიმართული.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, ჰომოფობიური გამონათქვამებითა და შეხედულებებით გაჯერებული სიუჟეტი შემოგვთავაზა ავტორმა, რომელიც თავადაც არ ერიდება სიძულვილის ენის ტირაჟირებას. სიუჟეტის შინაარსობრივი მხარის შეფასებისას ნათლად გამოჩნდა საკითხის გაშუქებისადმი არაობიექტური მიდგომა. მაშინ, როდესაც მედიასაშუალებებს შეუძლიათ დადებითი წვლილი შეიტანონ ისეთი ფასეულობების დამკვიდრებაში, რომლებიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას განაპირობებს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ლგბტ პირთა მიმართ არსებული დისკრიმინაციული განწყობების გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხების გაშუქება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს, რათა არ მოხდეს სტერეოტიპების გამყარება და ძალადობის წახალისება.

ჟურნალისტური ქარტიის მე–7 მუხლის თანახმად – „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე  სხვა ნიშნით“.

ასევე, მე–10 მუხლის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.“ სიუჟეტის ავტორი ღიად გამოხატავს სიძულვილს ლგბტ ადამიანების მიმართ, რესპოდენტებს შეახსენებს მის მიერ გაკეთებულ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებას და მათ ანალოგიური აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. ამასთან, სიუჟეტის განმავლობაში, ავტორი ლგბტ ადამიანებს მოიხსენიებს მცდარი ტერმინით -„ერთსქესიანები“. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ტელევიზიით გასული მსგავსი სიუჟეტი აშკარად უწყობს ხელს უარყოფითი სტერეოტიპული შეხედულებების გაძლიერებას ლგბტ ადამიანების მიმართ და ახალისებს სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციული მოტივით მათი უფლებების შეზღუდვას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ტელეკომპანია GDS-მა სიუჟეტის ავტორი სამუშაოდ მის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური გამონათქვამების შემდეგ მიიწვია”, – აცხადებს ომბუდსმენი.

სიუჟეტზე, რომლის შესახებაც ომბუდსმენის საუბრობს, გადაცემა ბინა 18-ის განმარტება ასეთია:

მასალების გადაბეჭდვის წესი