ახალი ამბები

ბერძენიშვილმა და ბესელიამ ბაგა–ბაღების შესახებ კანონპროექტზე იკამათეს [ვიდეო]

28 აპრილი, 2016 • 1312
ბერძენიშვილმა და ბესელიამ ბაგა–ბაღების შესახებ კანონპროექტზე იკამათეს [ვიდეო]

დღეს, 28 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით ბერძენიშვილმა და ეკა ბესელიამ “ადრეული და სკოლამდელი აღზრდის” შესახებ კანონპროექტზე იკამათეს.

“რესპუბლიკური პარტია” კანონპროექტის იმ მუხლს არ ეთანხმა, რომელიც ბაგა–ბაღებში ჯგუფების დაკომპლექტების წესს ეხება.

კანონპროექტის მიხედვით,  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი მაქსიმალური ოდენობების მიხედვით:

ა) 2–დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა;
ბ) 3–დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა;
გ) 4–დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა;

ამასთან, სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში შესაძლებელია 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვების სწავლა/სწავლება, რომელთა რაოდენობა ჯგუფში არ უნდა აღემატებოდეს 30 ბავშვს, ხოლო თითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის რაოდენობა უნდა განისაზღვროს შემდეგი თანაფარდობით:

ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა არ უნდა იყოს: 1:13 -ზე მეტი;
ბ) 3-დან 4 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა არ უნდა იყოს: 1: 15-ზე მეტი;
გ) 4–დან 5 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა არ უნდა იყოს: 1: 15-ზე მეტი;
დ) სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა არ უნდა იყოს: 1:15 -ზე მეტი.

გუშინ, 27 აპრილს პარლამენტმა მეორე მოსმენით 69 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა “ადრეული და სკოლამდელი განათლების” შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, ხოლო ჯგუფების დაკომპლექტების შესახებ “რესპუბლიკელების” მომზადებული ალტერნატიული წინადადება ჩააგდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი