ახალი ამბები

“ქართუ ბანკში” ფინანსურ ოპერაციებს ამოწმებენ

20 ოქტომბერი, 2011 • 1043
“ქართუ ბანკში” ფინანსურ ოპერაციებს ამოწმებენ

ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის  სამსახურის სამი თანამშრომელი „ქართუ ბანკს“  ორი დღეა, რაც ამოწმებს. სები–ს პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის საგანგებო ბრძანების საფუძველძე ეროვნული ბანკის თანამშრომლები  „ქართუ ბანკში“ გუშინ, დღის მეორე ნახევარში შევიდნენ.

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი „ნეტგაზეტთან “ საუბარში განმარტავს, რომ „ამ წუთებში ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის სამსახურის სამი წარმომადგენელი „ქართუ ბანკშია“ და  ბანკის მიმდინარე ფინანსურ ოპერაციებს ამოწმებს.“

ჯავახიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები „ქართუ ბანკში“ გუშინ შევიდნენ. მათ ბანკის პრეზიდენტს სათანადო ბრძანება  წარუდგინეს, რომლის საფუძველძეც, ბანკში შემოწმების პროცესი ორ თვეს გაგრძელდება.

ჯავახიშვილის განმარტებით, ეროვნული ბანკის  წარმომადგენლები  18 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის და შავი ფულის გათეთრების საკითხს  ჯერჯერობით არ სწავლობენ.  „პირველ რიგში შეამოწმონ ის, რაც გუშინწინ მოხდა. შეისწავლონ ის საკითხი, რა მოტივითაც შემოვიდნენ ბანკში და კონკრეტულად გვითხრან, რა რაოდენობის ფული გავათეთრეთ და ვისია“.

ეროვნული ბანკში  „ქართუ ბანკის“ შემოწმების საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როოგრც „ნეტგაზეთს“ სები–ს საზოგადოეაბსთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, „ქართუ ბანკში“ შემოწმების დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებენ, როდესაც მომზადდება კონკრეტული დასკვნა, ის ყველასთვის საჯარო გახდება.

ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ „ქართუ  ბანკში“   შემოწმსბის პროცესი ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდეს: „ სების წარმომადგენლების მხიდან ორი თვის შემდეგ დაიწერება ახსნაგანმარტებითი ბარათი.  რის საფუძველზეც შეიძალება  ბანკში შემოწმების პროცესი გაგრძელდეს.  ეროვნულ ბანკს აქვს საკმაოდ ბებვრი ბერკეტი. თუ ბანკში ამის აუცილებლობას დაინახავენ, შესაძლოა შემოწმების პროცესი გაიწელოს“.

რაც შეეხება ბანკში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საკითხს, ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ საკითხი ასე არ დგას. „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის განმარტებით კი, ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ სერიოზული დასკვნა  სჭირდება.   „კონკრეტულად, ის უნდა დაასაბუთონ, რომ  ბანკს ფინანსური პრობლემები აქვს“– ამბობს ჯავახიშვილი.

ეროვნული ბანკი 19 ოქტომბერს გავრცელებულ  განცხადებაში „ქართუ ბანკში“ შესამოწმებლად შესვლის მიზეზად მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს და 18 ოქტომბერს ბანკის ინკასაციის მანქანის დაკავებას ასახელებს.

„დეტალურ შესწავლას საჭიროებს 18 ოქტომბერს სს „ბანკ ქართუში“  მომხდარი ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს სსკ–ის 194–ე მუხლის მეასმე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის გათეთრება) აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორმა და ქვეყანაში ფინანასური სტაბილურობის გარანტმა, მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე დეტალური შესწავლსი გზით შეფასოს სს „ბანკ ქართუში“შექმნილი ვითარება. პასუხი მიიღოს ყველა წარმოქმნილ შეკითხვაზე და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვროს  ბანკის სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგია“– ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაშ

მასალების გადაბეჭდვის წესი