ახალი ამბები

გურჯაანის გამგეობაში მომხდარი კონფლიქტის გამო საჯარო მოხელე სამსახურიდან დაითხოვეს

27 აპრილი, 2016 • 1084
გურჯაანის გამგეობაში მომხდარი კონფლიქტის გამო საჯარო მოხელე სამსახურიდან დაითხოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებით, დისციპლინური გადაცდომის გამო გამგეობის თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა.

“მიმდინარე წლის 21 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროს სპეციალისტ მ.ჯ-სა და მოქალაქე ეკატერინე პეტრიაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე, თანამშრომლის მიერ საჯარო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელისა და დისციპლინური გადაცდომის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო”, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებაში.

გამგეობაში მოქალაქესა და საჯარო მოხელს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია და აუდიოჩანაწერი კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი