ახალი ამბები

თბილისი: ნიდერლანდები მზად არის, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების პროცესში

26 აპრილი, 2016 • 1260
თბილისი: ნიდერლანდები მზად არის, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების პროცესში

ნიდერლანდები მზად არის, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ჰააგაში საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო ჰოლანდიური მხრიდან -საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიმ გეერტსი.

“კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, კერძოდ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებსა და ამ კუთხით ნიდერლანდების სამეფოსთან აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობას”, – ნათქვამია ოფიციალური თბილისის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი