ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში ავტობუსის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

26 აპრილი, 2016 • 1352
ერევანში ავტობუსის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

სომხეთის დედაქალაქში დღეს, 26 აპრილს, დილის საათებში ავტობუსი აფეთქდა. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.

პოლიციის ცნობით, რამდენიმე საათის შემდეგ გაირკვევა, რა გახდა ავტობუსის აფეთქების მიზეზი. ამ დროისთვის კი, უწყების ინფორმაციით, გარკვეულია, რომ აფეთქება არ გამოუწვევია გაზის ბალონს ან საწვავს, -” ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში, შესაძლოა, ერთ-ერთი სავარძლის ქვეშ ყოფილიყო დამონტაჟებული”.

მომხდარის შემდეგ პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა პოლიციას დაავალა, გაძლიერებულ რეჟიმში იმუშაონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი